“ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს სს “ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივ კვლევას წარმოადგენს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე დღეს კვლევის პრეზენტაციას გამართავს. თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს – ამის შესახებ ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორციელების დასაბუთებას და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მას საჯაროდ ხდის ფართო საზოგადოებისთვის. ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასკვნასთან ერთად, მოამზადა სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს მთავრობის, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის მიმართ. მონიტორინგში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ანალიზი.
კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციას დაესწრებიან ს.ს. “ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს “ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებგვერდზე. ასევე, ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები