ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა

ავჭალის სტადიონზე, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისისა და უელსის შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, შუქი ჩაქრა.
მსაჯმა მატჩი მაშინ შეწყვიტა, როცა ინგლისი უელსს 24:3 უგებდა. განათების პრობლემა რამდენიმე წუთში გამოსწორდა და 21:25 სთ-ზე მატჩიც განახლდა.
“თელასის” ინფორმაციით, კომპანიის ქსელიდან სტადიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.
“დღეს 21 საათსა და 15 წუთზე ავჭალის სტადიონზე რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სტადიონზე ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ, რომ კომპანია “თელასის” ქსელიდან სტადიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხება გამოწვეული იყო სტადიონის შიდა ელექტრო ქსელში არსებული პრობლემების გამო”, – აღნიშნავენ “თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები