კახა კალაძემ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ივარჯიშა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი მცველი ეროვნულ გუნდს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ეწვია და საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება. 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.
11 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კი მოლდოვასთან, კიშინიოვში ჩაატარებენ.