ალექსანდრე ჯეჯელავა: სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს

სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს, ქართულენოვან სოფლის სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეთნიკური უმცირესობების სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავას ინფორმაციით, ქალაქის სკოლები საშუალო ევროპულ დონეზე არიან, ხოლო მთავარი გამოწვევა სოფლის სკოლების დონე და ეთნიკური უმცირესობების სკოლებია.
“სოფლის სკოლები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქის სკოლებს, ქართულენოვან სოფლის სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეთნიკური უმცირესობების სკოლები. შევეცდებით, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე”, – განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თბილისში სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ მსჯელობენ. განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის, ექსპერტებისა და პედაგოგების მონაწილეობით კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები