აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში დეპარტამენტი სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან არის შეწუხებული, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 30 მაისს, საქართველოში, თბილისში, გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, ხოლო შემდეგ ის აზერბაიჯანში დააკავეს.
ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვხატავთ 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო. აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები