ჯაბა სამუშია ურეკის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა სამუშია ურეკის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დეპუტატის განცხადებით, ახალი საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ბავშვების პირველი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება, ასევე დასაქმდება 65-მდე ადამიანი.
სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება თემქაზე, ყოფილი №113 ბაღის ტერიტორიაზე შენდება. ორსართულიან შენობაში, რომელიც 1483 კვ.მ-ზე განთავსდა, 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს.
საკრებულოს ინფორმაციით, შენობა ასევე ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისთვის.
დღესვე ჯაბა სამუშია მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში თემქას კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება, რომლის პროექტირება და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები