მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
როგორც „კვირას“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
დღესვე ასევე მე-15 საუკუნეში აჭარაში თურქთაგან წამებული წმინდა მამათა და დედათა ხსენების დღეა, რომელიც გარდამავალია და სულთმოფენობას მოიხსენიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები