ბორჯომში, ექსკურსიაზე მასწავლებელი ხევში ჩავარდა და გარდაიცვალა

ბორჯომში, ქვაბისხევში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გორის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ექსკურსიაზე მასწავლებლების ჯგუფი იმყოფებოდა. 57 წლის ქალი ხევში სურათის გადაღებისას გადავარდა.

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები