10 წლის მოზარდი, რომელსაც დღეს გორში ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

10 წლის ბიჭი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, გორში თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. 10 წლის ბიჭი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა, არასრულწლოვანის გარდაცვალების შემდეგ სისხლის სამართლიის საქმე სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები