ხვალ, #დაზოგეწყალი კამპანიის საპილოტე პროექტი საზეიმოდ დასრულდება

ხვალ, 4 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანიის #დაზოგეწყალი საპილოტე პროექტი საზეიმოდ დასრულდება. ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარედ გაიმართება.
თბილისის ზღვაზე, კამპანიის მხარდასაჭერად, პროფესიონალური ველოშეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც ველოსპორტის ფედერაციის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ქალაქის მერი, თბილისის საკრებულოს, გარემოს დაცვის, განათლების, სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები და ვარკეთილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრებიან. კამპანიის – #დაზოგეწყალი  საზეიმო ღონისძიება ნინა სუბლატის კონცერტით დასრულდება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები