ზვიად ქაწაშვილი: ჩვენი სამსახური ყველა სასტუმროს შემოწმებას ახორციელებს

აჭარაში, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, სასტუმროების მონიტორინგი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, ზვიად ქაწაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ტურისტული სეზონის დაწყებამდე სასტუმროებისთვის გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა სასტუმრო მოწმდება და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რათა განსაზღვრულ ვადაში, სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.

„ჩვენი სამსახური ყველა სასტუმროს შემოწმებას ახორციელებს. ყველა სასტუმრო შემოწმებულია და მათზე პირველი რეკომენდაციები გაიცა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მიცემულია გონივრული ვადები, რათა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გამოსწორდეს. ამ ვადებში თუ არ გამოასწორეს, ისინი დაჯარიმდებიან. ეს სავალდებულოა და მაქსიმალური სიმკაცრით გაკონტროლდება“, – ამბობს ზვიად ქაწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები