მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი გადაეცათ

დიდუბის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი გადაეცათ.
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი კომპანია „ოპ-არტის“ დირექტორთან, მაკარ მაკარიძესთან ერთად ესტუმრა ოჯახებს და პირადად გადასცა საჩუქრები.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ოპ-არტი“ მსგავსი საქველმოქმედო აქციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები