კამპანიის #დაზოგეწყალი ფარგლებში სპორტული თამაშები მიმდინარეობს

დღეს, თბილისის ზღვის მიმდებარედ კამპანიის – #დაზოგეწყალი  მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში ეჯიბრებიან. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდი #gwpოლიმპიადის ბოლო, სახალისო შეჯიბრშია ჩართული. აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის რაიონის 16 სკოლის გუნდი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.
კამპანია „დაზოგე წყალი“ და მის ფარგლებში მიმდინარე #gwpოლიმპიადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მიზანი, მოზარდი თაობის დახმარებით, წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ხვალ, 4 ივნისს, კამპანიის –  #დაზოგეწყალი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან.
კამპანიის მხარდასაჭერად, თბილისის ზღვის მიმდებარედ ველოშეჯიბრიც გაიმართება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს, ასევე, ველოსპორტსმენებს, სასიამოვნო სიურპრიზები ელით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები