მარიამ ჯაშის ინიციატივით, გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ

​პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივით, მე-12 კლასელებს და აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდაზე ჩაიჭრებიან, შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები მეორედ ჩააბარონ. მარიამ ჯაშმა აღნიშნული იციატივა კონფერენციაზე – “სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” გამოთქვა. ინიციატივის თანახმად, მეორე შანსი უნდა მიეცეთ იმ მოზარდებს, ვინც ემოციური ფონის, ტექნიკური ხარვეზებისა თუ გაუმართაობის გამო, გამოცდებზე ჩაიჭრა.
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ამ ინიციატივას სამინისტრო სამომავლოდ აუცილებლად განიხილავს.
”განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ემოციური ფონის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, პრობლემები იქმნება. არსებობს სურვილი, რომ მიდგომა გახდეს ჰუმანური და ვინც ამ პრობლემებს წააწყდება, ჰქონდეს გამოცდების ჩაბარების მეორე შანსი. ჩვენ დავპირდით კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ამას ახლავს სერიოზული საფრთხეები, ვინაიდან მეორე გამოცდის გაჩენამ, შეიძლება, შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით, პირველს შეიძლება, ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები