ბრიუსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი დასრულდა

ბრიუსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებზე ევროპულ ინსტიტუციებსა და ნატოში მოლაპარაკებების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. დღესვე, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა. ფილმში, რომელიც 2016 წლის ნოემბერსა და 2017 წლის მარტში გამართული ვიზიტების შესახებ მოგვითხრობს, სასულიერო პირები და ევროპული სტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები შეხვედრების მნიშვნელობაზე და მათ შედეგებზე საუბრობენ.
პროექტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ფილმის ჩვენება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის კიდევ ერთი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. “ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება: მომავალი საქართველოსთვის” განხორციელდა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები