ირაკლი შიხიაშვილი: მიწა არ უნდა გაიყიდოს!

მიწა არ უნდა გაიყიდოს! მიწაზე შრომით მოყვანილი პროდუქტით უნდა გამდიდრდეს ქართველი(საქართველოს მოქალაქე)! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი შიხიაშვილი წერს.

“იმდენი ტალახი მესროლეს, იმ მიზნით რომ “მოშავის” პროექტი უტოპიად, ან ჩემს ბოდვად წარმოეჩინათ, მეტი არ შეძლება! ხან უცხო ქვეყნის „აგენტობა“ დამაბრალეს, ხან კორუფციაში მონაწილეობა (დღესაც საქმეა აღძრული პროკურატურაში, თითქოს არ იცოდნენ, ამ ქვეყანაში ვინ და რა მოიპარა:) ) ხან თითქოს ებრაელებს 400 მილიონიდან 200 მილიონის ” ატკატს” ვუკეთებდი:))) და რომელი ერთი ჩამოვთვალო ან რატომ?! ახლა ხომ ყველა კარგად ხედავს – დაწყებულია დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ ნაცების მმართველობის დროიდან, რომელიც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება! როგორ?

1) ხალხის გაღატაკებით;

2)ინვესტორის სახელს ამოფარებულ მძარცველებზე ქართული მიწის მიყიდვით;

3)ყველა დარგში განათლების დაქვეითებით;

4)კვალიფიციური კადრების დეფიციტის შექმნით;

5)ქართული გენოფონდის ქვეყნიდან გახიზვნით (1,5 მილიონი ადამიანი);

6)უპერსპექტივობის განცდის გაჩენით;

7)ყველა ქართული ტრადიციის დეგრადირებით, დაცინვით;

8)ოჯახის ინსტიტუტის შერყევით;

9)მეზობელ სახელმწიფოებში საქართველოს ავტორიტეტის დაქვეითებით;

10)ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის დედაბოძის, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციით…

მიზანი?

1)ქართველი ერის ღრმა სულიერი დეპრესიაში ჩავარდნა,

2)უუნარობის განცდის დანერგვა,

3)ერის თვითმყოფადობისთვის,გადარჩენისთვის, განვითარებისთვის, ბრძოლისუნარიანობის ენერგიისგან ერის გამოფიტვა!

გადაჭარბების გარეშე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრის რეცეპტია „მოშავის“ პროექტი! (სწორედ ასეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ახლადშექმნილი ისრაელის სახელმწიფო და ამ პროექტის ამუშავებით წარმატებით გაართვა თავი) … როგორ ფიქრობთ დარტყმის ქვეშ არ აღმოვჩნდებოდი?:) ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ ქართველობამ, რომლის დიდ ნაწილთან სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მივიტანე, საჭირო მხარდაჭერა ვერ გაუწია ამ საქმეს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მერე, ეს წამოწყება(რომელიც ღარიბაშვილმა თავის 3 წლიანი ანგარიშის წარდგინებისასაც, გააჟღერა), როგორც ვხედავთ გაურკვეველი ვადით გაჩერდა! (რომელი მინისტრის რა და როგორი კონკრეტული ბრალია, ამას ეხლა არ ვიტყვი, მაგრამ, რომ ჩამოვალ აუცილებლად მოვახსენებ საზოგადოებას) ყველამ კარად იცით, მე ისე წამოვედი სამსახურიდან, რომ არავისზე ერთი აუგიც არ მითქვამს, არც არჩევნებში დამარცხების მერე არავინ გამიკრიტიკებია და ბოლომდე ვუცხადებდი ქართული ოცნების გუნდს, ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას,(დღესაც ვუცხადებ), იმის იმედით, რომ ქართული სახელმწიფოს საქმე გაკეთდებოდა.

მაგრამ, როგორც ვხედავ, მთავრობაში მოკალათებული, ზოგიერთი ხელისუფალი, საერთოდ ვერ ისიგრძეგანებს ქვეყნის წინაშე გაჩენილ მომაკვდინებელ საფრთხეს. პირიქით, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს კიდეც.
დღესაც მუდმივად, გარკვეული პერიოდულობით ,მიმდინარეობს ჩემი მარგინალიზაციისკენ მიმართული კამპანია!(ელეთმელეთი ეწყებათ ზოგიერთებს, ჩემი ქვეყნიდან გასვლის, ან ჩამოსვლის დროს:) ). ეს ყველაფერი მე ვერ შემაჩერებს:) ვინაიდან ზუსტად ვიცი, ამ პროექტის ამოქმედებაშია ჩვენი ქვეყნის ხსნა! (თუ ვინმე არ მეთანხმება უკეთესი თქვას და ის გავაკეთოთ, ან ეს პროექტი დახვეწოს, მივესალმები).

მე არ ვიბრძვი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის, მე არ ვიბრძვი არანაირი თანამდებობისთვის, მაგრამ მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლო საქმის წამოწყებისთვის! ყველა მოწინააღმდეგის გასაგონად ვიტყვი, მე, ამ იდეას,თითოეულ ქართველთან მივიტან და მივიღებ ქართველთა სრულ მხარდაჭერას, ამ საქმისთვის!

მიწა არ უნდა გაიყიდოს!

მიწაზე შრომით მოყვანილი პროდუქტით უნდა გამდიდრდეს ქართველი(საქართველოს მოქალაქე)!

მეიმედებით-გეიმედებოდეთ!” – წერს ფეისბუქზე შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები