კომპანია Waymo-მ უპილოტო სატვირთო ავტომობილების ტესტირება დაიწყო
ამერიკულმა კომპანია “Waymo”-მ, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს, უპილოტო სატვირთო ავტომობილების ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა “BuzzFeed News”-ი იუწყება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია “Uber”-ისთვის სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ერთი წლის წინ კომპანია “Otto” შეიძინა, რომელიც ასევე უპილოტო სატვირთოების შემუშავებით არის დაკავებული.
ჯერჯერობით “Waymo”-ს უპილოტო სატვირთო ავტომობილის მხოლოდ ერთი, სატესტო მოდელი აქვს გამოშვებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უპილოტო სატვირთო ავტომობილების გამოყენება ტვირთების გადასატანად ბევრად უფრო უსაფრთხოა და ის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, რომლებიც დღეს გზებზე იღუპებიან.
ცნობისთვის, კომაპნია “Uber”-ის ავტონომიური სატვირთო მანქანები კომერციულ გადაზიდვებს უკვე ახორციელებენ. პირველი სატესტო გადაზიდვა 2016 წლის ოქტომბერში შედგა.