გრიგოლ ლილუაშვილი: კახა კალაძეს სურვილი აქვს, მერობის კანდიდატი იყოს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს სურვილი აქვს, მერობის კანდიდატი იყოს.
“როგორც ვიცი, კახა კალაძეს თავადაც აქვს სურვილი, იყოს მერობის კანდიდატი და პირიქით, ამას მივესალმებით, რადგან ვთვლით, რომ კახა ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ის თავისი გამოცდილებით, წესიერებითა და იმიჯით შეძლებს, თავისუფლად გაუძღვეს მეტად დიდ, საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისის მერობა ჰქვია“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები