პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 215¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და მაუწყებლობის კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა დაასახელა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:
გალუმაშვილი სოსო – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი;
თვალაძე თინათინ – ბლოგერი;
მხეიძე ზურაბ-ფსიქოლოგი;
რუხაძე თინათინ – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი;
სტეფანიანი არნოლდ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე; ტატიშვილი ოთარი – ექიმი და ტელეწამყვანი, ფოცხიშვილი ბასა-რეჟისორი, „სტუდია 1 2 3″-ის დამფუძნებელი, შიდაშვილი მარინე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ჯოლოგუა თამაზ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები