სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გურჯაანის რაიონში ეფექტურად იმუშავა

31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემოსული 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში. “‘დელტას” ინფორმაციით, ფრონტალურმა ღრუბლის მასამ რეგიონში ჩამოყალიბებული 30-35 მმ ზომის სეტყვის მარცვლები შემოიტანა, ნალექის უდიდესი ნაწილი გურჯაანის რაიონში იყო შემოსული.

“სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული ნალექის სეტყვის სახით ჩამოცლა. მიუხედავად უმძლავრესი ატმოსფერული პროცესებისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად 31 მაისს სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა მხოლოდ 313 ჰექტარზე, რაც გურჯაანის რაიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6,26%-ია.

აღნიშნული მონაცემი დასტურდება გურჯაანის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიის მიერ. ამავე კომისიის მიერ მოწოდებული მონაცემიდან კარგად ჩანს ისიც, რომ დასეტყვილი სავარგულებიდან 223 ჰექტარზე ვენახის დაზიანების მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 5-10%, ხოლო დანარჩენ 90 ჰექტარზე კურკოვანი ნარგავების დაზიანების მაჩვენებელი – საშუალოდ 20%”, – აღნიშნულია “დელტას” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები