სემეკ-ის ინიციატივით, წყალმომარაგების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

 

2 ივნისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივით წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც კომისია სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტს წარადგენს. ამასთანავე, შეხვედრაზე განიხილავენ სასმელი წყლის მიწოდების უწყვეტობისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული დანაკარგების შემცირების საკითხებს.
კომისიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
შეხვედრას გახსნის სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები