დედამიწას საშიშმა ასტეროიდმა ჩაუქროლა
დედამიწას ასტეროიდმა – 418094 (2007 WV4)-მა ჩაუქროლა, რომლის დიამეტრიც ნახევარ კილომეტრს შეადგენს. ასტეროიდი დედამიწას 3 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა, რაც კოსმოსური მასშტაბით, საკმაოდ ახლო მანძილია.
ჩვენს პლანეტასთან მიახლოების დროს, ასტეროიდის სიჩქარე საათში 83 ათას კილომეტრს შეადგენდა.
ბოლო დროს, ასტრონომები დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებზე დაკვირვებას დიდ ყურადღებას უთმობენ.