მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ დასახლდა უძველესი ადამიანი აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში
დიდი ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში უძველესი ადამიანის დასახლების მიზეზი მიწისქვეშა წყლების არსებობა იყო. შესაბამისი კვლევები გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ, რომ ამ რეგიონმა ადმიანის ევოლუციაში უდიდესი როლი შეასრულა. თუმცა უცნობი იყო, თუ საიდან იღებდა ის წყალს, ვინაიდან ამ ადგილას ჰავა ძალზე მშრალია.
ახლა კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გვალვის დროს ადამიანს გრუნტის წყლისადმი წვდომა ჰქონდა, რაც მათ გადარჩენის საშუალებას აძლევდა ზედაპირზე წყლის გაქრობის დროსაც.
სწორედ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები უძველესი ადამიანისგან წარმოიქმნა თანამედროვე ადამიანი – Homo sapiens-ი.