ახალი ანტიბიოტიკი სუპერბაქტერიებს დაამარცხებს

ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს ანტიბიოტიკის, სახელად ვანკომიცინის მოდიფიცირება, რომელმაც სუპერბაქტერიები უნდა დაამარცხოს.
აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ყოველკვირეული გამოცემის ინფორმაციით, ახალი ვაქცინა ათასჯერ უფრო ძლიერია ძველზე. ის სუპერბაქტერიებს სამი სხვადასხვა მეთოდით ებრძვის და მათ გადარჩენის შანსს არ უტოვებს.
უახლოეს მომავალში ახალ პრეპარატს ცხოველებზე, ხოლო შემდეგ ადამიანებზე გამოცდიან. მისი გამოყენება მკურნალობისთვის დაახლოებით 5 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ექსპერტებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მსოფლიო ანტიბიოტიკებით მკურნალობის სერიოზული კრიზისის წინაშე დგას, როდესაც პრეპარატების უმეტესობა არაეფექტური იქნება.
პარალელურად მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკების შექმნაზეც მუშაობენ, თუმცა დღეს არსებული პრეპარატების მოდიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები