მთვარეს მცირე ზომის ასტეროიდები მუდმივად ეცემა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარეს მუდმივად ეცემა მცირე ზომის ასტეროიდები, რომლებიც ე.წ. ქვის წვიმას ქმნიან. ასეთი დასკვნა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა გამოიტანეს.
კერძოდ, უახლესი ტიპის ტელესკოპით მეცნიერებმა, მხოლოდ 11 საათის განმავლობაში, მთვარეზე 4 დიდი ზომის ასტეროიდის დაცემა დააფიქსირეს.
როგორც ასტრონომები აცხადებენ, დედამიწის მახლობლად საკმაოდ მრავლადაა 10 მეტრის და უფრო დიდი ზომის ასტეროიდები. ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება და იმის დადგენა, რამდენად სახიფათოა ისინი დედამიწისთვის.
მთვარის ზედაპირზე ასტეროიდების დაცემაზე დაკვირვებას მეცნიერები მომდევნო 22 თვის განმავლობაში გააგრძელებენ.