იან კელი: შეგვიძლია, აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მან ცენტრის ფუნქციონირება დადებითად შეაფასა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ვხედავთ, თუ როგორ განვითარდა ეს ცენტრი ძალიან კარგად ფუნქციონირებად ცენტრად”, – აღნიშნა იან კელიმ.
კელი საქართველოსთვის M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების გადმოცემასაც გამოეხმაურა.
“მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით. ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატოს შეიარაღება. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო  ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები