თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში ხანძარი ძველი ელექტროგაყვანილობის მიზეზით გაჩნდა
თბილისში, 30-ე საჯარო სკოლაში, ძველი ელექტროგაყვანილობის მიზეზით, ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სკოლაში ევაკუაცია დროულად მოხდა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.