ჯარჯი წიკლაური: ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. პროკურორი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. მისივე თქმით, დეკანოზის თანამზრახველების გამოვლენაზე გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ტარდება.
”არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება. გამოყოფილ საქმეში ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა საერო და სასულიერო პირებიც ფიგურირებენ.
​„სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება“, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები