თურქეთში წამებით მოკლული ქართველი ქალის საქმის ახალი დეტალები – “ბრალდებული ერთხელ დანითაც კი გამოჰკიდებია”

​თურქეთში წამებით მოკლული ქართველი ქალის, ელენე გოკაძის საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ მოკლული ელენე გოკაძის მეგობარზე დაყრდნობით წერს, 34 წლის ელენეს მის მკვლელობაში ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით არაერთხელ დამუქრებია, ერთხელ დანითაც კი გამოჰკიდებია.
„ ის პიროვნება, ვინც დააკავეს, არაერთხელ დამუქრებია ელენეს. მეზობელი იყო და სულ ძალიან საეჭვო ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. ელენეს თავიდან ეცოდებოდა და ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, მაგრამ როდესაც მუქარაზე გადავიდა, უკვე შორს დაიჭირა თავი. ერთხელ დანითაც კი გამოეკიდა. საღამოს 8 საათი იქნებოდა, ელენე სახლში რომ მიდიოდა, სახლთან დახვედრია. მეგობარს დაურეკა ელენემ, ეს ტიპი ჩემს სახლთან მელოდება და მეშინია, რამე არ მიქნასო. 10 წუთში კი ელენეს ტელეფონი გაითიშა. როგორც ჩანს, გაიტაცეს, ამ პიროვნების სახლში, სკამზე დააბეს და სასტიკად აწამეს. მთელი სახე და სხეული დანით აქვს დასერილი. შემდეგ კი ყელი გამოჭრეს. მეგობრებმა ვიდეოზარის მეშვეობით, დაურეკეს ამ ყრუ-მუნჯს, ელენე სად არისო, ჰკითხეს. ის უკვე ქალაქში დადიოდა და ანიშნა, არ ვიცი, ჩემთან ერთად არ არისო. ეს პიროვნება გაქცევას ცდილობდა და ტრაპზონთან დაუკავებიათ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული, რომელიც ყრუ-მუნჯია, მარტო არ მოქმედებდა”, -გაიხსენა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოკლული ქალის მეგობარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები