ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას; პატივს მიაგებს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულს და დაჭრილს.
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები