იუპიტერის მაგნიტური ველი დედამიწის მაგნიტურ ველზე ათჯერ ძლიერია

იუპიტერის მაგნიტური ველი ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ველი. მეცნიერებმა ეს ინფორმაცია კოსმოსური აპარატის, „იუნონას“ საშუალებით მიიღეს, რომელიც მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის სიახლოვეს იმყოფება.
„იუნონას“ გაშვებამდეც ცნობილი იყო, რომ იუპიტერის მაგნიტური ველი მზის სისტემის სხვა ყველა სხვა პლანეტის მაგნიტურ ველზე ძლიერია, ხოლო მისი მაგნიტოსფერო – ყველაზე დიდი. თუმცა ახლა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იუპიტერის მაგნიტური ველი ორჯერ უფრო ძლიერია იმაზე, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.
იუპიტერის მაგნიტური ველი ძალზე არასტაბილურია. ზოგიერთ ადგილებში ის უფრო ძლიერია, ზოგიერთში კი უფრო სუსტი.
ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ზედაპირზე არსებობს უზარმაზარი ციკლონები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, დედამიწის ზომისაა.
კოსმოსური აპარატი „იუნონა“ იუპიტერის მიმართულებით 2011 წელს გაუშვეს.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები