სკოლებში “ბოლო ზარის” გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ კეტავს
სკოლებში ბოლო ზარების და გამოსაშვები საღამოების გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ ორი დღით კეტავს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონში ამ დღეებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „საზღვარზე“ მიმოსვლა 28 მაისიდან აღდგება.