ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსმა გამნაღმველებმა წვრთნები გამართეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების  გამნაღმველებმა წვრთნები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საერთო ჯამში წვრთნებში 400 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ჩართული იყო 100 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. გამნაღმველებმა ნაღმების მოძიების უახლესი სისტემების მუშაობა შეისწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები