ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეშლილი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან სატელეფონო საუბრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეშლილი უწოდა, „რომელსაც ბირთული იარაღი აქვს.“
ამის შესახებ, საუბრის გაშიფრულ ტექსტზე დაყრდნობით, ფილიპინების მთავრობა წერს.
როგორც ირკვევა, სატელეფონო საუბარი 29 აპრილს შედგა, რომლის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხი იყო.
ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფხენიანის ბოლო სარაკეტო გამოცდა წარუმატებელი გამოდგა. „ბირთვული ბომბით შეიარაღებულ გიჟს არ უნდა მივცეთ თავისუფლება. ჩვენ მასზე ბევრად მეტი შეიარაღება გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ამის გამოყენება“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები