ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვი დაინიშნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი მარატ კულახმეტოვმა ჩაანაცვლა.
ელბრუს კარგიევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტის ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.
ცნობისთვის: მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.