ეს იყო პროტოკოლური ფოტო“ – მინისტრი მედვედევის გვერდით გადაღებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე გადაღებული იმ ფოტოს შესახებ გააკეთა კომენტარი, სადაც ქუმსიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გვერდით დგას.
მინისტრის განმარტებით, მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ შემდგარა და მხოლოდ საერთო, პროტოკოლური ფოტო გადაიღეს.
„არ ყოფილა არანაირი შეხვედრა. რაც შეეხება ფოტოს, ეს იყო პროტოკოლური ფოტო. ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ფოტო სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის საგნად იქცა. ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილმა ქუმსიშვილი, ფოტოზე მედვედევის გვერდით დგომისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები