რუსმა ოკუპანტებმა ფიჩორში გერმანიის მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გერმანიის მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები