უკრაინაში, ვინიცის ოლქში, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო
უკრაინაში, ვინიცის ოლქში ადგილობრივებმა რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია შენობასთან ასობით დემონსტრანტი და მილიციელია შეკრებილი. დეპუტატი ანდრეი შევჩენკო “ტვიტერზე” წერს – “ისმის აფეთქებების ხმა, მილიცია გაზს იყენებს. შენობიდან გამოგვყავს რეგიონული ხელმძღვანელები.”
დღევანდელი მონაცემებით, მომიტინგეებმა უკრაინის რვა ოლქში – ხმელნიცკში, როვნოში, ტერნოპოლში, ჩერნოვიცაში, ივანო-ფრანკოვსკოსა და ლვოვში რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.