23 მაისი

11:00 საათზე – ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნონა ქარციძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენელი სოფიო ვაჭარაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 27 მაისს დაგეგმილი აქცია „ღამე მუზეუმში“. აქციის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ლაბაძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის სამართლებრივ დასკვნებსა და შეფასებებს წარმაოდგენს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ააიპ ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშს მოისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები