თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მისი მოადგილე დავით დონდუა და თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ.
თურქეთის ელჩის განცხადებით, ბინალი ილდირიმი საქართველოში თურქეთ-საქართველოს შორის არსებული უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს მეორე სხდომას დაესწრება. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პრემიერი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოდის, რაც აქამდე არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, ხვალ გაიმართება სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხლება ყველა ის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს მოიცავს. ელჩის თქმით, ვიზიტის მეორე ფაქტორი გუშინდელ თარიღს უკავშირდება, როდესაც საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი შესრულდა.