“გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება”

 გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის პოზიციებიდან არჩევნებში ჩართვის სურვილი იკითხება.
„პოპულისტური ან პოპულარული თემებით თამაში შეიძლება მას სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული, მოკლე ან საშუალოვადიანი მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო ან 2020 წლის უკვე საპარლამენტო არჩევნები. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პრეზიდენტის ირგვლივ გამოკვეთილი პოლიტიკური გუნდი არ არის, ჩემთვის ეს წარმოჩინდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის სურვილად.
პრეზიდენტი უფრო ხშირად ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც პოპულარულია, მაგრამ კონსტიტუციურად მის კომპეტენციაში არ შედის, ვიდრე, პირიქით იმ საკითხებზე, რომელზეც უნდა აკეთებდეს აქცენტს. მაგალითად, სამხედრო ძალების მართა, უსაფრთხოების სექტორის მოწყობა, მოქალაქეობის საკითხი და კონსტიტუციით შემოთავაზებული მოქალაქეობა შეთავსებით – ეს ყველაფერი პრეზიდენტთან, როგორც სახელმწიფოს მეთაურთან და უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია”,-განაცხადა ალაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები