ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.
იმედი გამოითქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები