ესპანეთის მეფემ საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში წარმატება მიულოცა
ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგებს დადებითად გამოეხმაურა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფილიპე მეოთხემ საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.