გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იორდანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, იორდანიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. ხაზი გაესვა ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას, რათა საერთო საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის მეფეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
გამოითქვა იმედი, რომ ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში უკვე არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობით ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე – რეგიონული მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები