მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების – “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” პრაქტიკის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოიცავს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდირებისკენაა მიმართული.
საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.