„მზიურში“ გამნაღმველები ბომბს ეძებდნენ

0

„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ. როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება “მზიურის” ტერიტორიაზე არსებულ კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც ხალხის ევაკუაცია მოხდა. გამნაღმველებმა მუშაობა ამ დროისთვის უკვე დაასრულეს, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა. ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს. ფილმის ჩვენების პარალელურად “მზიურში” საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც „მზიურთან“ სასულიერო პირები და მრევლი მართავდა.

ფოტო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

კომენტარები

კომენტარი