ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, „პოლონურ რადიოს” და გაზეთ „რესპუბლიკას” საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა.
ჟურნალისტებთან – რობერტო გალეასთან და რუსლან რჟოშინთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. მისივე თქმით, 26-29 მაისს თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყანაში იშვიათად ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
ირაკლი კობახიძე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები