„ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით გასცემენ პასუხს ჰერბერტ ზალბერის განცხადებას“

“ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება, რომ ეს არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკასთან და კურსთან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჰერბერტ ზალბერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
​მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით და რა საშუალებით გასცემენ პასუხს ჰერბერტ ზალბერის განცხადებას.
“ევროკავშირის წარმომადგენელიც იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის. ჩვენი მკაცრი და მკაფიო პოლიტიკა არაღიარების პოლიტიკაა და ჩვენ ამ პოლიტიკას ბოლომდე გავაგრძელებთ”,- განაცხადა იზორიამ.
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები