ვოლსკი ჰერბერტ ზალბერის ქმედებაზე: აუცილებელია, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს

“აუცილებელია, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მარტო ქართულ ინტერესს დაუპირისპირდა, არამედ ევროკავშირის მიერ დადგენილ პრინციპებსაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჰერბერტ ზალბერის ქმედების შეფასებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირთან ერთ პოზიციასა და ერთ მხარეზე დგას.
„მოწოდებებზე აყოლა, რომ ურთიერთობა დავძაბოთ და ისე წარმოვაჩინოთ, რაც ზოგიერთ ოპონენტს სურს, რომ ჩვენ და ევროკავშირი რაღაც გაუგებრობაში ვართ ერთმანეთთან, ეს არ არსებობს და ამას ხაზი ათასჯერ უნდა გაესვას. აუცილებელია ისიც, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მარტო ქართულ ინტერესს დაუპირისპირდა, არამედ ევროკავშირის მიერ დადგენილ პრინციპებსაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები