მამუკა მდინარაძე ჰერბერტ ზალბერის ქმედებაზე: ვფიქრობ, ევროკავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

“ჰერბერტ ზალბერის ქმედება დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძე თვლის, რომ ევროკავშირმა ზალბერის ქმედებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“ალბათ ამ ადამიანის მიმართ ზედმეტად მკაცრი არ ვიქნები, რომ მისი ქმედება თუ საქციელი არადიპლომატიურად შევაფასო. ვფიქრობ, ევროკავშირმა ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს მსგავსი ქმედების დროს აუცილებელია, რათა რეალური ობიექტურობა შეინარჩუნონ”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები